ჯეიმზ უოტსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ დიუი უოტსონი (ინგლ. James Dewey Watson, დ. 6 აპრილი 1928, ჩიკაგო, ილინოისი) — ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი და ბიოლოგი. 1953 წელს ფრენსის კრიკთან თანაავტორობით გამოაქვეყნა აკადემიური ნაშრომი დნმ-ის მოლეკულის ორმაგი სპირალური სტრუქტურის შესახებ. 1962 წელს უოტსონი, კრიკი და მორის უილკინსი დაჯილდოვდნენ ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიით „ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურისა და ცოცხალ ორგანიზმში ინფორმაციის გადატანის საკითხში მისი მნიშვნელობის აღმოჩენისთვის“. მომდევნო წლებში გაირკვა, რომ უოტსონმა და მისმა კოლეგებმა შეგნებულად დამალეს მეცნიერ როზალინდ ფრანკლინის წვლილი ორმაგი სპირალური სტრუქტურის აღმოჩენაში.[26][27]
უოტსონი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბაკალავრი (1947) და ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორანტი (1950). დოქტორანტურის შემდეგ „კოპენჰაგენის უნივერსიტეტში“ ჰერმან კალკართან და ოლე მაალოესთან ერთად მუშაობდა ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტის „კავენდიშის ლაბორატორიაში“, სადაც იგი პირველად შეხვდა თავის მომავალ თანამშრომელს ფრენსის კრიკს. 1956 წლიდან 1976 წლამდე უოტსონი მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში, რაც მას ხელს უწყობდა რომ მოლეკულური ბიოლოგიის კვლევები ჩაეტარებინა.
1968 წლიდან მოღვაწეობდა „Cold Spring Harbor Laboratory“. ამ ლაბორატორიაში მუშაობისას იგი დიდ ყურადღებას უთმობდა სიმსივნის შესწავლას, ამასთან ერთად ლაბორატორია გახდა მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრი მოლეკულური ბიოლოგიის სფეროში. 1994 წლიდან 10 წლის განმავლობაში იყო ლაბორატორიის პრეზიდენტი, შემდეგ კი დაინიშნა კანცლერად. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2007 წლამდე. ამ დროს დაიწყო მტკიცება, რომ ინტელექტსა და რასას შორის გენეტიკური კავშირი არსებობდა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. 2019 წელს ეს აზრები გაახმოვანა დოკუმენტურ ფილმში, რის შემდეგაც „Cold Spring Harbor Laboratory“-ამ მას გაუუქმა ყველა საპატიო ტიტული და გაწყვიტა მასთან ყველა ტიპის ურთიერთობა.
უოტსონს დაწერილი აქვს მრავალი სამეცნიერო წიგნი, მათ შორისაა „გენის მოლეკულური ბიოლოგია“ (1965) და ბესტსელერი „ორმაგი სპირალი“ (1968).