ჯაკარტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაკარტა (1527 წლამდე – სუნდა კელაპა; 1619 წლამდე – ჯაიაკარტა; 1942 – წლამდე ბატავია) — ინდონეზიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. იგი ინდონეზიის მთავარი საზღვაო პორტი და კომერციული ცენტრია. მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე ჩილივუნგი ერთვის იავის ზღვას. მოსახლეობა 10 187 595 კაცი (2011). რელიგიური შემადგენლობა: 85,5 % — მუსლიმანი, 5,2 % — პროტესტანტი, 4,8 % — კათოლიკე, 3,5 % — ბუდისტი, 1 % — ინდუისტი.
სწრაფი ფაქტები დედაქალაქი, ქვეყანა ...
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯაკარტა Daerah Khusus Ibukota Jakarta | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | ათასი კუნძული (ინდონეზია)[1] [2] , Central Jakarta[1] [2] , East Jakarta[1] [2] , North Jakarta[1] [2] , South Jakarta[1] [2] და West Jakarta[1] [2] | ||||
კოორდინატები | 6°12′00″ ს. გ. 106°48′00″ ა. გ. | ||||
გუბერნატორი | ფაუზი ბოვო | ||||
დაარსდა | 22 ივნისი, 1527[3] | ||||
პირველი ხსენება | 397 | ||||
ადრეული სახელები | ბატავია | ||||
ფართობი | 750,28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||||
ოფიციალური ენა | ინდონეზიური ენა | ||||
მოსახლეობა | 10 187 595 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 11 315,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTC+07:00]] | ||||
სატელეფონო კოდი | +6221 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10110–14540 და 19110–19130 | ||||
საავტომობილო კოდი | B | ||||
ოფიციალური საიტი | jakarta.go.id/web/ | ||||
დახურვა