პერთი
From Wikipedia, the free encyclopedia
პერთი[3] (ინგლ. Perth) — ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ავსტრალიის სიდიდით მე-4 ქალაქი სიდნეის, მელბურნისა და ბრიზბენის შემდეგ. პერთში ცხოვრობს დასავლეთ ავსტრალიის შტატის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 75 %. ქალაქში 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 1 728 867 ადამიანი[4]. პერთის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი მუდმივად მყარია, უფრო ჩქარი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.[5]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პერთი ინგლ. Perth | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
შტატი (ავსტრალია)|ავსტრალიის შტატები და ტერიტორიები|შტატი | დასავლეთი ავსტრალიადასავლეთი ავსტრალია | ||||
კოორდინატები | 31°57′08″ ს. გ. 115°51′32″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1829 | ||||
ფართობი | 5386 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 მ | ||||
მოსახლეობა | 1 728 867 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 320,99 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8, ზაფხულში UTC+9 | ||||
სატელეფონო კოდი | 0852[1] [2] , 0853[1] [2] , 0854[1] [2] , 08610[1] [2] , 08611[1] [2] , 08612[1] [2] , 08614[1] [2] , 08615[1] [2] , 08616[1] [2] , 08618[1] [2] , 08621[1] [2] , 08622[1] [2] , 08623[1] [2] , 08624[1] [2] , 08625[1] [2] , 08626[1] [2] , 08627[1] [2] , 08628[1] [2] , 08631[1] [2] , 08632[1] [2] , 08633[1] [2] , 08635[1] [2] , 08636[1] [2] , 08637[1] [2] , 08638[1] [2] , 08640[1] [2] , 08642[1] [2] , 08643[1] [2] , 08644[1] [2] , 08645[1] [2] , 08646[1] [2] , 08647[1] [2] , 08648[1] [2] , 08650[1] [2] , 08654[1] [2] , 08655[1] [2] , 08920[1] [2] , 08921[1] [2] , 08922[1] [2] , 08923[1] [2] , 08924[1] [2] , 08925[1] [2] , 08926[1] [2] , 08927[1] [2] , 08928[1] [2] , 08931[1] [2] , 08932[1] [2] , 08933[1] [2] , 08934[1] [2] , 08935[1] [2] , 08936[1] [2] , 08937[1] [2] , 08938[1] [2] , 08941[1] [2] , 08942[1] [2] , 08943[1] [2] , 08944[1] [2] , 08945[1] [2] , 08946[1] [2] , 08947[1] [2] და 08948[1] [2] | ||||
ოფიციალური საიტი | cityofperth.wa.gov.au | ||||
პერთი, საპორტო დასახლება ფრიმანტლის დაფუძნებიდან სულ მალე, 1829 წლის 12 ივნისს დააარსა კაპიტანმა ჯეიმზ სტირლინგმა, რომელმაც მას შოტლანდიური პერთის სახელი უწოდა. ქალაქში მდებარეობს უძველესი დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი, რომელიც 1911 წელს დაარსდა.
პერთი ცნობილი გახდა როგორც „ცეცხლის ქალაქი“, როდესაც ყველა მაცხოვრებელმა გამორთო განათება ქალაქის თავზე კოსმოსური ხომალდის „Friendship 7“-ის გადაფრენის მომენტში 1962 წელს[6][7].
ჟურნალ The Economist-ის შეფასების თანახმად 2012 წლის მდგომარეობით პერთი იკავებდა მეცხრე ადგილს ცხოვრებისათვის ყველაზე ხელსაყრელ ქალაქებს შორის მსოფლიოში[8].